10 ნოე 2026
პროექტი "ვიარტი" პანელური შეხვედრით დაიხურა. აღნიშნული პროექტი წარმოადგენს აჭარის კულტურის სამინისტროს შემოქმედებითი პროექტების კონკურსის ერთ-ერთ გამარჯვებულ ინიციატივას, რომელმაც აჭარაში მცხოვრები, ხელოვნებით დაინტერესებული 14-დან 18 წლამდე ასაკის ახალგაზრდები გააერთიანა.
პროექტის ფარგლებში, მოზარდებს ჩაუტარდათ თემატური ვორქშოფები და მასტერკლასები ლიტერატურასა და ფერწერაში, მონაწილეობა მიიღეს მხატვრულ პერფორმანსში და ტრადიციული ხელოვნება, თანამედროვე ვირტუალურ რეალობას შეახამეს.
პანელურ დისკუსიას აჭარის კულტურის მინისტრიც ესწრებოდა. მონაწილე ახალგაზრდებს სერთიფიკატები გადაეცათ.