10 ნოე 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერმა პარიზის მშვიდობის ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომლის ფარგლებშიც გამართულ ბავშვთა საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტზე სიტყვით გამოვიდა.
მაკა ბოჭორიშვილმა ისაუბრა ბავშვთა დაცვის საკითხზე შეიარაღებული კონფლიქტის დროს. ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ მათი უფლებების დაცვა, ღირსების პატივისცემა და მომავალი უნდა იყოს უზრუნველყოფილი, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ფიზიკური უსაფრთხოების დაცვას, არამედ მათი ფსიქოსოციალური კეთილდღეობის უზრუნველყოფასაც, რაც მხოლოდ ცალკეულ ქვეყნებს ვერ დაეკისრება და ეს ყველას საერთო პასუხისმგებლობაა.
მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ბავშვების უფლებებზე, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების იძულებით შეზღუდვასა და კონფლიქტების გრძელვადიან გავლენაზე მომავალ თაობაზე.