აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხთა კომიტეტმა აჭარისწყლის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში გასვლითი სხდომა გამართა

10 ნოე 2026

აჭარის უმაღლესი საბჭოს აგრარულ და გარემოსდაცვით საკითხთა კომიტეტმა აჭარისწყლის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში გასვლითი სხდომა გამართა. 

კომიტეტის წევრებმა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს, 2025 წელს გაწეული სამუშაოებისა და მიმდინარე საქმიანობის შესახებ ანგარიში მოისმინეს.

კომისიამ ასევე, აჭარის სატყეო სააგენტოს მიერ გასულ წელს გაწეული სამუშაოებისა და მიმდინარე  საქმიანობის შესახებ მიიღო ინფორმაცია.

სხდომის დაწყებამდე, კომიტეტის წევრებმა სოფელ შარაბიძეებში, სახელმწიფო ტყის ფონდის დეგრადირებულ უბანზე, 10 ჰექტარ ტერიტორიაზე ხელოვნურად გაშენებული ფიჭვნარი დაათვალიერეს.