10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა

10 ნოე 2026

10 ნოემბერი მეცნიერების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში გამორჩეული ღვაწლმოსილი და ახალგაზრდა მეცნიერების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიების ფარგლებში დაჯილდოვდნენ – რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის „მეცნიერებაში შეტანილი წვლილისა და განსაკუთრებული მიღწევებისთვის“ 9 ღვაწლმოსილი მეცნიერი და რუსთაველის ფონდის 2026 წლის პრემიის კონკურსის „მეცნიერებაში განსაკუთრებული მიღწევებისათვის“ გამარჯვებული 11 ახალგაზრდა მეცნიერი და მკვლევარი. 

2026 წლის მეცნიერების საერთაშორისო დღის მთავარი სლოგანია: „საერთო საფუძვლის პოვნა სამეცნიერო დიპლომატიის გზით“.