10 ნოე 2026
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია თურქეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ქალაქ აქსარაიში, მოდულური შენობების მწარმოებელ ქარხანას ეწვია.
სამინისტროს ინფორმაციით, ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გაეცნო მოდულური სკოლების წარმოების პროცესს, თანამედროვე სამშენებლო ტექნოლოგიებს, გამოყენებულ მასალებსა და კონსტრუქციულ გადაწყვეტებს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოდულური კონსტრუქციების ტექნიკურ და ხარისხობრივ მახასიათებლებს, უსაფრთხოების სტანდარტებს, თბოიზოლაციას, ენერგოეფექტიანობასა და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობის შესაძლებლობებს.