აბუ დაბიში რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო

10 ნოე 2026

აბუ-დაბიში რუსეთს, უკრაინასა და აშშ-ს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები დაიწყო. პროცესი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. შეხვედრები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

უკრაინის დელეგაციას ხელმძღვანელობს საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსეთისას — პრეზიდენტ პუტინის თანაშემწე ვლადიმირ მედინსკი.

აშშ-ს წარმოადგენენ პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები სტივენ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი. მხარეები ტერიტორიულ საკითხებსა და უსაფრთხოების გარანტიებს განიხილავენ.

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ასევე ჩავიდნენ ევროპის ქვეყნებისა და ნატოს წარმომადგენლები, თუმცა ისინი სამმხრივ მოლაპარაკებებში მონაწილეობას არ მიიღებენ.