ხუთი პოლიტიკური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება

10 ნოე 2026

ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში გრძელდება. 

''ქართული ოცნების'' საკონსტიტუციო სარჩელს სასამართლოს პლენუმი განიხილავს. 

„ამ ხნის განმავლობაში ჯერ ვისმენდით, რომ სარჩელში არავითარი მტკიცებულება არ არისო. შემდეგ, ვისმენდით ახსნა-განმარტებებს და იმ საკითხებზე საუბრობენ, რაც სარჩელში იყო მითითებული, ან უტრირებას, ან ტყუილს. დღეს გამოდიან და საუბრობენ, რომ იმდენი მტკიცებულება არის თურმე დართული, რომ შეიძლება სატვირთო მანქანები დასჭირვებოდა მხარეს, რომ ამოებეჭდა და ისე მოეტანა. ჩამოვყალიბდეთ, ამ სარჩელს მტკიცებულებები თან ახლავს თუ არ ახლავს. რაც შეეხება გამოკვლევას, თუ ვინმეს აქვს სურვილი, საგამოძიებო კომისიის სხდომები, რომელიც, რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, ეს ყველაფერი გადმოვიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში, საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველი არ არის საგამოძიებო კომისიის სხდომები. რაც შეეხება ჩვენი პოზიცია არის ძალიან მარტივი.  სასამართლომ უნდა იმოქმედოს ისე, როგორც არის ეს ჩამოყალიბებული ორგანული კანონით, რეგლამენტით და სასამართლოს მიერ 30  წლის განმავლობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით. თუ ვინმეს კონკრეტულ მტკიცებულებებთან პოზიციის დაფიქსირება უნდა, აქვს შესაძლებლობა, თავისი პოზიცია დააფიქსიროს, როგორც მოპასუხე, ისე მოსარჩელე მხარეს. მაგრამ თუ ვინმე მიგვითითებს, რომ იცით რა, კეთილი ინებეთ და რომელიმე მტკიცებულებები სარჩელიდან ამოიღეთო და მითითებით რეჟიმში უნდა იყოს ჩვენი მოსარჩელე მხარისადმი, ეს არც პროცესში წერია, მათ შორის არც საერთო სასამართლოების პრაქტიკით არის დადგენილი'' - განაცხადა გორდულაძემ.