10 ნოე 2026
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი ჩეხეთის რესპუბლიკაში დასრულდა. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად პრაღაში ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების, საპარლამენტო თანამშრომლობის, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირებისა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობებსა და ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის პროცესზე.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირთან დიალოგის გაგრძელებისა და ურთიერთობებში სამართლიანი მიდგომის მნიშვნელობას.
ბრიუსელი ცდილობს, დაბლოკოს საქართველოს ორმხრივი ურთიერთობები ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, მოგვდის ინფორმაცია, რომ გაიცემა მითითებები, რათა არ იყოს შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა დელეგაციასთან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს ჩეხეთში განუცხადა.
მისი თქმით, საბედნიეროდ, ევროკავშირში ჯერ კიდევ ბევრი ნამდვილი ევროპელია, რომლებიც ბრიუსელის ამგვარ საბჭოთა მიდგომას არ იზიარებენ.