ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

10 ნოე 2026

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, ტალგატ ადუოვს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა დიპლომატს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

„შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ყაზახეთთან, როგორც ცენტრალურ აზიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პარტნიორთან სექტორული თანამშრომლობის გაღრმავებას. საუბარი შეეხო შუა დერეფნის განვითარების პერსპექტივებს და სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებას“, – ნათქვამია ინფორმაციაში.