10 ნოე 2026
თბილისის პროკურატურამ ჯგუფურად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ბრალი სამ პირს წარუდგინა. შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა უცხო ქვეყნის მოქალაქე მოატყუეს, თითქოს 2 000 000 აშშ დოლარის ღირებულების ონლაინ-კაზინოს პროგრამა შექმნეს. მათ დაზარალებულს 150 000 აშშ დოლარის ინვესტირება და ყოველთვიურად 15-20%-იანი წმინდა მოგება დაჰპირდნენ, რის შემდეგაც დაზარალებულმა აღნიშნული თანხა კრიპტო-საფულეზე გადარიცხა.
გარდა ამისა, ჯგუფის წევრებმა სომხეთში მოქმედი კომპანიის მოტყუებაც დაგეგმეს. ერთ-ერთი ბრალდებული კომპანიის დირექტორის მოადგილეს IT სპეციალისტად წარუდგა და 40 000 ევროდ სარეკლამო ვებ-საიტის დამზადება დაჰპირდა. კვალის არევის მიზნით, სქემაში მეორე პირი ჩართეს, რომელმაც ფორმალური ხელშეკრულება გააფორმა და თანხა საკუთარ ანგარიშზე ჩაარიცხინა, რის შემდეგაც ჯგუფი ფულს უკანონოდ დაეუფლა.
სამართალდამცველებმა ორი ბრალდებული დააკავეს, ხოლო ერთს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. მათ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით ედავება (თაღლითობა ჯგუფურად, დიდი ოდენობით), რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. პროკურატურა სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შუამდგომლობით მიმართავს", - აღნიშნულია განცხადებაში.
.