ირაკლი კობახიძე: სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული

10 ნოე 2026

გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და თურქ ხალხს იზმირში მომხდარი აფეთქების გამო, რომელსაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და არაერთი ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოცილურ ქსელში წერს.

„ამ მძიმე წუთებში ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლებისკენაა მიმართული. ტრაგედიის შედეგად დაშავებულებს სწრაფ და სრულ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

თურქეთის ქალაქ იზმირში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში აფეთქება გუშინ მოხდა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 16 და დაშავდა 13 ადამიანი.