დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართებ

10 ნოე 2026

დღეს და ხვალ აბუ დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება. მხარეები უკვე აბუ დაბიში იმყოფებიან. ცნობილია, რომ მოლაპარაკებები დახურულ კარს მიღმა გაიმართება.

რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. უკრაინის დელეგაციას კი საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელი რუსტემ უმეროვი ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება აშშ-ის დელეგაციას, აბუ დაბიში მოლაპარაკებებზე ამერიკულ მხარეს აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლები, სტივ უიტკოფი და ჯარედ კუშნერი წარმოადგენენ. როგორც კრემლის პრესსპიკერმა განაცხადა, მოლაპარაკებების მთავარი თემა უსაფრთხოების გარანტიების საკითხი იქნება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის წარმომადგენლები აბუ დაბის შეხვედრაზე დეესკალაციისკენ მიმართული ნაბიჯების შეთავაზებით გამოვლენ.