მარკო რუბიო - უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებს რუსეთის უნდა დაეთანხმოს

10 ნოე 2026

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებით, უკრაინისთვის ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიები რუსეთისთვისაც მისაღები უნდა იყოს.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ვაშინგტონი უკრაინისთვის ნატოს მე-5 და მე-4 მუხლების მსგავსი ტიპის უსაფრთხოების გარანტიებს, რუბიომ უპასუხა, რომ საბოლოო და კონკრეტულ გეგმაზე ჯერ არ შეთანხმებულან, თუმცა გარკვეული იდეები განიხილეს.

სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, რომ საკითხი აქტუალურია, რადგან ის ომის საბოლოოდ დასრულებისთვის გადამწყვეტი იქნება.