დონალდ ტრამპი – ვხედავთ დადებით დინამიკას ირანთან კონფლიქტის დასრულების მიმართულებით

10 ნოე 2026

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ირანთან კონფლიქტის მოგვარების მიმართულებით დადებითი დინამიკა შეინიშნება.

დონალდ ტრამპის თქმით, ამერიკა „საბრძოლო მზადყოფნაშია“, თუმცა დამატებითი დარტყმების განხორციელების საჭიროება, მისი შეფასებით, „ნაკლებად სავარაუდოა“.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ისრაელი და მთელი ახლო აღმოსავლეთი ირანის საფრთხისა და მუქარისგან დაცულია და აშშ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მათი ინტერესები დაცული იყოს.