განზრახ მკვლელობის ფაქტი წიწამურში - დაკავებულია ერთი პირი

10 ნოე 2026

დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი მკვლელობისა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2024 წლის 5 ნოემბერს, მცხეთაში, სოფელ წიწამურში, საავტომობილო გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, უკანონოდ შეძენილი ხელყუმბარა წინასწარ დაამონტაჟა და აღნიშნულ ადგილზე ორი მოქალაქე განზრახ შეცდომაში შეყვანის გზით მიიყვანა. მათი მისვლის შემდეგ ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოქმედდა.

აფეთქების შედეგად ერთ-ერთი კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო მეორე სხეულის მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 9 ნოემბერს თბილისში დააკავეს.

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.