შიდა ქართლში დევნილთა 150-მდე ოჯახს საცხოვრებელი პირობები გაუუმჯობესეს

10 ნოე 2026

იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა. დევნილთა სააგენტომ შავშვების, ხურვალეთის, ბერბუკის, თელიანის, მეტეხისა და კარალეთის დასახლებებში მცხოვრებ 150-მდე ოჯახს სახლის დაზიანებული იატაკის საფარი შეუცვალა.

განხორციელდა იატაკის სრული დემონტაჟი და კაპიტალური განახლება, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დათბუნება.

აღნიშნული საჭიროებების შესახებ ინფორმაცია ჯანდაცვის მინისტრმა სოფელ შავშვებში დევნილ ოჯახებთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს მიიღო.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ მიხეილ სარჯველაძემ ჩატარებული სამუშაოები დაათვალიერა.

უწყების ხელმძღვანელი ადგილობრივ მცხოვრებლებსაც შეხვდა.