10 ნოე 2026
პარლამენტში საარჩევნო კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს, სესიაზე კენჭს უყრიან. ცვლილებების მიხედვით, არჩევნების შედეგების შეჯამების ვადა 15 დღემდე მცირდება.
ახალარჩეული მერისა და საკრებულოს უფლებამოსილება კი მეცხრე დღეს დაიწყება. ადგილობრივი არჩევნების შედეგებს ცენტრალური საარჩევნო კომისია შეაჯამებს.
ზუსტდება შემაჯამებელი ოქმების გასაჩივრების წესიც. იცვლება საარჩევნო სუბიექტებისა და კანდიდატების მიერ კანდიდატურების მოხსნის ვადები.
კანონს ახალი მუხლი ემატება, რომლის მიხედვითაც, ცესკოს შემაჯამებელი ოქმის გასაჩივრება მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ ცესკოს შემაჯამებელ ოქმში არ არის ასახული ან შეცდომით არის მითითებული საუბნო საარჩევნო კომისიების შემაჯამებელ ოქმებში ასახული მონაცემები.