10 ნოე 2026
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო. საწვრთნელი შეკრების პირველ დღეს მიხეილ მესხის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ვარჯიშში 15 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
გიორგი მამარდაშვილი, საბა საზონოვი, ივა გელაშვილი, ჯემალ ტაბიძე, ირაკლი აზაროვი, საბა გოგლიჩიძე, ანზორ მექვაბიშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი წიტაიშვილი გუნდს დღეს შეუერთდებიან.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მოახლოებული მატჩებისთვის კიდევ ერთი ფეხბურთელი მიიწვია. ეროვნულ გუნდს უკრაინული „კოლოსის“ წევრი ნიკა გაგნიძე დაემატება.
შეგახსენებთ, რომ ჩვენი გუნდი უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ორ შეხვედრას ნოემბერში გამართავს.
14 ნოემბერს ნაკრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უნგრეთს უმასპინძლებს, ხოლო 17 ნოემბერს სლოვაკეთის ქალაქ კოშიცეში უკრაინას დაუპირისპირდება.