10 ნოე 2026
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, „პარიზის მშვიდობის ფორუმში“ მიიღებს მონაწილეობას.
მაკა ბოჭორიშვილი ასევე დაესწრება ემანუელ მაკრონის მიერ ელისეს სასახლეში გამართულ ოფიციალურ ვახშამს.
პარიზის მეცხრე მშვიდობის ფორუმის თემაა – „სუვერენიტეტიდან თანამშრომლობამდე“.