"პოეზიად ქცეული უკვდავება" - ამ სახელწოდების ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში საღამო გაიმართა

09 ნოე 2026

"პოეზიად ქცეული უკვდავება" - ამ სახელწოდების ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის მუზეუმში საღამო გაიმართა.

კვირეულის ფარგლებში, ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წლის იუბილე აღინიშნება. დღევანდელ ღონისძიებაზე მოსწავლეებმა გაზეთ "იბერიას" პერიოდზე სპექტაკლი ითამაშეს. მოსწავლეებმა წაიკითხეს ილიას ლექსები და შეასრულეს სიმღერები.

საღამო ილიას ცხოვრების გზას მიეძღვნა. მონაწილეებმა გაიხსენეს ილია ჭავჭავაძის ღვაწლი და დამსახურება  ერის წინაშე. კვირეულის ფარგლებში მუზეუმში დაგეგმილ ღონისძიებებში მოსწავლეებთან ერთად მონაწილეობა ისტორიკოსებმა, ხელოვანებმა, მწერლებმა და საზოგადოების სხვა წევრებმა მიიღეს. 

ანსამბლი "ბათუმური ჰანგები" საღამოს მუსიკალურად აფორმებდა.