09 ნოე 2026
ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცე, პოეტისა და თვითნასწავლი მხატვრის ხასან ჰელიმიშის შემოქმედებისადმი მიძღვნილ გამოფენას მასპინძლობს.
ექსპოზიცია მხატვრის 10 ნამუშევარს ზღვის თემატიკაზე შექმნილსა და მისი ყოველდღიური ცხოვრების ამსახველ ფოტომასალას აერთიანებს. ნამუშევრები, საგამოფენო სივრცეში განსხვავებული მულტიმედიური ფორმით არის წარმოდგენილი.
დამთვალიერებლებს აქვთ შესაძლებლობა, ფიზიკური ექსპოზიციის და ციფრული პროექციების სინთეზით, გაეცნონ მხატვრის შემოქმედების სამყაროსა და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ასპექტებს.
ხასალ ჰელიმიში მდიდარი პოეტური ტრადიციების მქონე ლაზების შთამომავალი იყო. ხატვასთან ერთად, წერდა ლექსებს ლაზურად, ქართულად და თურქულად, ფლობდა მუსიკალურ და ქორეოგრაფიულ ხელოვნებასაც.
მხატვრის ძირითადი ფერწერული ნამუშევრები თევზჭერასა და ნაოსნობას ასახავს.
გამოფენა, რომელიც 13 ნოემბრამდე გაგრძელდება აჭარის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის თანამედროვე ხელოვნების სივრცის ორგანიზებით იმართება.