09 ნოე 2026
ბათუმელი მოჭადრაკე ლილე ბარამიძე, საქართველოს ჩემპიონატის გამარჯვებულია. აჭარის ნაკრების წევრმა 7 წლამდე გოგონათა შორის 6.5 ქულა დააგროვა და პირველი ადგილი დაიკავა.
საქართველოს ჩემპიონატი 5, 6 და 7 წლამდე ასაკის ჭაბუკთა და გოგონათა შორის თბილისში, ჩატარდა. ტურნირში საერთო ჯამში 88 სპორტსმენი მონაწილეობდა, მათ შორის 10 აჭარის რეგიონიდან.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, 7 ტურად გაიმართა. თითოეული პარტიისთვის დროის კონტროლი 25 წუთი იყო, ყოველ სვლაზე კი მოთამაშეებს დამატებით 10 წამი ეძლეოდათ. საქართველოს ჩემპიონატი საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა.