09 ნოე 2026
აბუ-დაბიში, 10 და 11 ნოემბერს უკრაინის, რუსეთისა და შეერთებული შტატების წარმომადგენლებს შორის სამმხრივი შეხვედრა გაიმართება. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდისთვის დელეგაციები უკვე გაემგზავრნენ.
უკრაინულ დელეგაციას რუსტემ უმეროვი, ხოლო რუსულს ვლადიმერ მედინსკი უხელმძღვანელებს. რუსტემ უმეროვის განცხადებით, კიევი ევროპელ პარტნიორებთან ცალკე საკოორდინაციო შეხვედრებს გამართავს. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა კი აღნიშნა, რომ მხოლოდ კიევმა უნდა მიიღოს უკრაინის მომავლის შესახებ გადაწყვეტილება, ევროპა კი სამშვიდობო მოლაპარაკებების მაგიდასთან უნდა იჯდეს.
კიევი მოლაპარაკებების ფარგლებში რამდენიმე კონკრეტულ საკითხს აყენებს და მათი პოზიციაა, რომ სამშვიდობო შეთანხმება ტერიტორიულ დათმობებს არ უნდა ეფუძნებოდეს. თავის მხრივ, აბუ დაბის შეხვედრის ორგანიზებას მიესალმება რუსეთი.
სერგეი ლავროვის განცხადებით, მოლაპარაკებებისას პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს რუსეთის, უკრაინისა და მთლიანად რეგიონის უსაფრთხოება. აღნიშნულთან დაკავშირებით, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ომის შემდგომი უსაფრთხოების გარანტიების საკითხზე გარკვეული პროგრესი უკვე მიღწეულია.
ჟენევაში გამართული ბოლო სამმხრივი მოლაპარაკებებიდან დაახლოებით 9 თვის შემდეგ უკრაინის, რუსეთისა და აშშ-ის წარმომადგენლები მოლაპარაკებების მაგიდას უბრუნდებიან.