საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს

09 ნოე 2026

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, ყაზახეთში მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას ატარებს. კამპანიის ფარგლებში, ყაზახეთის ქალაქ ალმათიში როუდშოუ გამიმართა, რომელსაც ყაზახეთის 50 ტუროპერატორი დაესწრო. ღონისძიების ფარგლებში  საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა.

ღონისძიების ქართველი და ყაზახი ტუროპერატორების მონაწილეობით B2B შეხვედრები გაიმართა. ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ყაზახი ტუროპერატორებისთვის გაცნობითი ტურები საქართველოშიც მოაწყო.

ტურის მიმდინარეობისას ყაზახი სტუმრები ქვეყნის ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს, სასტუმრო ინფრასტრუქტურას, ტურისტულ პროდუქტებსა და ზამთრის კურორტებს გაეცნენ.

კამპანიის ფარგლებში საქართველოში ასევე გაიმართა მედიატურები ყაზახი ჟურნალისტების, ინფლუენსერებისა და ფოტოგრაფებისთვის. მედიის წარმომადგენლებმა მოინახულეს თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, ასევე ეწვივნენ მცხეთა-მთიანეთის, სამეგრელოსა და გურიის მხარეებს.