მაღალმთიან აჭარაში ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგენილია - თოვის შედეგად დაზიანდა ენერგო ინფრასტრუქტურა

09 ნოე 2026

მაღალმთიან აჭარაში, თოვის შედეგად ინფრასტრუქტურა დაზიანდა. ამ დროისთვის კი ელექტროენერგიის მიწოდება თითქმის სრულად აღდგენილია. 

მოგლეჯილმა ხეებმა დააზიანა როგორც ელექტრო გადამცემი სადენები, ასევე ელექტრო გადამცემი ბოძები. "ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, ამ დროისთვის ხულოს მუნიციპალიტეტში ელექტროენერგია უკვე ყველა აბონენტს სტაბილურად მიეწოდება.

მცირე შეზღუდვები რჩება ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში. ქედაში ტექნიკური ჯგუფები სოფელ ხარაულასა და წონიარისის, ხოლო შუახევში წაბლანასა და ღორექეთის მიმართულებით მუშაობენ.

კომპანიის ინფორმაციით, დაზიანებების დაფიქსირებისთანავე ტექნიკური სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადავიდნენ და ამ დრომდე აქტიურად აგრძელებენ მუშაობას.