09 ნოე 2026
საქართველოს სამბოს ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 11 მედლით დაასრულა - ქართველმა სპორტსმენებმა 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
ოქროს მედლები ვახტანგ ჩიდრაშვილმა, ავთო მუკბანიანმა, ჯაბა თურქიამ, უჩა ტაბატაძემ და გიორგი გამჯაშვილმა დაისაკუთრეს.
ვერცხლის მედლებს ელენე ქებაძე და არჩილ გოგოლაშვილი დაეუფლნენ. ბრინჯაოს მედლებს კი ბექა ძაგანიშვილი, გიორგი ეგნატაშვილი, სოფიო ბაღიშვილი და რამინ ყიფშიძე დასჯერდნენ.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ვაჟთა ნაკრებმა სპორტულ სამბოში, 30-წლიანი პაუზის შემდეგ, გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა.