09 ნოე 2026, 12:43
1ბათუმის საჭადრაკო კლუბ „ნონას“ ორგანიზებით დღეს სწრაფ ჭადრაკში საერთაშორისო სარეიტინგო ტურნირი გაიმართა, რომელშიც ხუთი ქვეყნის 44 მოჭადრაკე მონაწილეობდა, მათ შორის საერთაშორისო და ფიდეს ოსტატები.
შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით, შვიდ ტურად ჩატარდა.
ტურნირის დასრულების შემდეგ ფიდეს რეიტინგი დაითვლება, რაც მონაწილეთა საერთო სარეიტინგო მაჩვენებელზე აისახება.