09 ნოე 2026
რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპი გაიმართა. პირველი რბოლის გამარჯვებული გიორგი ბეჟიტაშვილი გახდა, მეორე და მესამე ადგილები კი სანდრო თავართქილაძემ და სანდრო ქაჯაიამ გაინაწილეს.
მეორე რბოლის გამარჯვებული გიორგი წამალაშვილია, მეორე ადგილი სანდრო ქაჯაიამ დაიკავა, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი სანდრო თავართქილაძე გახდა.
ჩემპიონატის გამარჯვებულები და პრიზიორები საქართველოს სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა დააჯილდოვა.
ცნობისთვის, საქართველოს წრიული რბოლის ჩემპიონატი სულ ხუთ ეტაპსა და ათ რბოლას მოიცავს.
ღონისძიება წარმოადგენს საქართველოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ საავტომობილო ჩემპიონატს, რომლის მიზანია ქვეყანაში ავტოსპორტის განვითარება და პოპულარიზაცია.