ბათუმში ქართული რომანსების რენესანსის პროექტის პრეზენტაცია გაიმართა

09 ნოე 2026

„არტ შოუ ფესტივალის“ ფარგლებში ახალი კულტურული პროექტის, „ქართული რომანსების რენესანსის“, პრეზენტაცია შედგა.

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრის სცენაზე ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების რომანსები და ვოკალური ნაწარმოებები შესრულდა.

პროექტის სოლისტი ბარიტონი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და ოპერის მომღერალი ერეკლე გურგენიძე იყო.

ერეკლე გურგენიძე „არტ შოუ ფესტივალის“ დამფუძნებელიცაა.

ფესტივალი მოიცავდა საოპერო დადგმებს, კამერული მუსიკის საღამოებს, მასტერკლასებს, გამოფენებსა და საგანმანათლებლო ინიციატივებს. ფესტივალი წელს უკვე მეოთხედ იმართება.