09 ნოე 2026
აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელ და თავისუფალ სახელმწიფოდ დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“. დონალდ ტრამპის თქმით, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება მხოლოდ მისი დამსახურებით იქნება შესაძლებელი.
პრეზიდენტმა ინტერვიუში აღნიშნა, რომ ეს ომი მემკვიდრეობით მიიღო და სჯერა, რომ გარიგებასთან ძალიან ახლოს არის.
მშვიდობის დამყარების მთავარ დაბრკოლებაზე დასმულ კითხვაზე მან უპასუხა, რომ ეს იყო ზელენსკისა და პუტინს შორის არსებული სიძულვილი.
კითხვაზე, ფიქრობს თუ არა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცრუ იმედს აძლევს და დროს აჭიანურებს, ტრამპმა უპასუხა, რომ რუსეთის მიმართ მასზე მკაცრი არავინ ყოფილა.