ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი ჩაატარა

09 ნოე 2026

ხელოვნური ინტელექტის წიგნიერების თემაზე კომუნიკაციების კომისიამ ტრენინგი ჩაატარა.

„ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში შეხვედრა გორში გაიმართა და მას სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს წარმომადგენლები, საბავშვო ბაღების დირექტორები და მეთოდისტები ესწრებოდნენ.

ტრენინგის მიზანია სკოლამდელი განათლების სფეროში დასაქმებულებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაცნობა, ციფრული უნარების განვითარება და ცოდნის პროფესიულ საქმიანობაში გამოყენების ხელშეწყობა.