სასწავლო ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

09 ნოე 2026

დღეიდან ეროვნული სასწავლო ოლიმპიადისთვის მოსწავლეთა რეგისტრაცია დაიწყო და 19 ნოემბრამდე გაგრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ოლიმპიადას სამ ტურად ატარებს.

პირველ ტურს მსურველები ონლაინ გაივლიან. მომდევნო ორი ტური კი საგამოცდო ცენტრებში ჩატარდება.

ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა ჩატარდება ქართულ ენაში, მათემატიკაში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, ფიზიკაში, ქიმიაში, ბიოლოგიასა და უცხოურ ენებში: ინგლისურში, გერმანულში, ფრანგულსა და რუსულში.

ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ X-XII კლასების მოსწავლეებს, ასევე, სურვილის შემთხვევაში, საბაზო საფეხურის ნებისმიერ მოსწავლესაც.