შალვა პაპუაშვილი პრაღაში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს

09 ნოე 2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პრაღაში ოფიციალურ შეხვედრებს დღეიდან იწყებს. 

დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები ჩეხეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შალვა პაპუაშვილი დელეგაციასთან ერთად ჩეხეთში ქვეყნის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარის, ტომიო ოკამურას მოწვევით იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს პარლამენტისა და უმრავლესობის ფრაქციის წარმომადგენლები.