ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრში, ,, ART Show Festival’’- ის ფარგლებში, ახალი კულტურული პროექტის პრეზენტაცია შედგა

08 ნოე 2026

ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში, ,, ART Show Festival’’- ის ფარგლებში, ახალი კულტურული პროექტის ,,ქართული რომანსების რენესანსის’’ პრეზენტაცია შედგა. 

თეატრის სცენაზე ქართველი კლასიკოსი და თანამედროვე კომპოზიტორების რომანსები და ვოკალური ნაწარმოებები შესრულდა.

პროექტის სოლისტი ბარიტონი, საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და ოპერის მომღერალი ერეკლე გურგენიძე იყო. მან ნაწარმოებები მაყურებლისთვის განსხვავებული ფორმატით წარმოადგინა. 

საფორტეპიანო აკომპანიმენტთან ერთად, ბარიტონის სოლო პარტიას თანხლებას სიმებიანი კვარტეტი უწევდა.  ერეკლე გურგენიძე ,, ART Show Festival’’- ის დამფუძნებელიცაა.

ფესტივალის ისტორია, 2022 წელს, ბათუმის მუსიკალურ ცენტრში გამართული პირველი ,,ART Show’’- თი დაიწყო, რომელმაც ერთ სივრცეში გააერთიანა სახვითი ხელოვნება, ლიტერატურა, მოდა და საოპერო ხელოვნება.

მომდევნო წლებში ფესტივალმა მოიცვა კიდევ საოპერო დადგმები, კამერული მუსიკის საღამოები, მასტერკლასები, გამოფენები და საგანმანათლებო ინიციატივები. 

პროექტის - ,,ქართული რომანსების რენესანსი’’ მიზანი ქართული ვოკალური მუსიკალური მემკვიდრეობის აღმოჩენა, თანამედროვე ინტეპრეტაცია და ფართო აუდიტორიისთვის ახალი მხატვრული ფორმით წარდგენაა.

ფესტივალი წელს მეოთხედ გაიმართა. ღონისძიება ბათუმის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა.