08 ნოე 2026
პოლონეთში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. კრაკოვის ცენტრში სროლის შედეგად 6 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა 16, რომელთაგან 12-ის მდგომარეობა კრიტიკულია.
პოლონეთის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, დაღუპულთა შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეცაა. არსებული ინფორმაციით, დაახლოებით 15:00 საათზე, მძღოლი მანქანით კრაკოვის საბაზრო მოედანზე შევარდა და ხალხს ცეცხლი გაუხსნა.
თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელს ჩაფხუტი და ნიღაბი ეკეთა. მსროლელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან ჭრილობა მიიღო და ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, 25 წლის მსროლელი პოლონეთის მოქალაქეა, რომელმაც საკუთარი მშობლები და და მოკლა, რის შემდეგაც უკვე კრაკოვში მოქალაქეებზე თავდასხმა განახორციელა.