08 ნოე 2026
ჩინეთთან პოლიტიკური და ეკონომიკური პარტნიორობის გაღრმავება - ამ მიზნით საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი სამშობლოში დაბრუნდა.
ხან ჭენგს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, მაკა ბოჭორიშვილთან ერთად, დაემშვიდობა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გაიმართა, დღეს კი, ვიზიტის დღის წესრიგში, ბიზნესშეხვედრაც მოეწყო.
საქართველოსა და ჩინეთის წარმომადგენლებმა იმსჯელეს, როგორ გაზარდონ ქვეყნებს შორის ვაჭრობა და გააფართოონ საინვესტიციო თანამშრომლობა.
ბიზნესთან შეხვედრამდე ხან ჭენგმა მოლაპარაკებები გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან და პრეზიდენტთან. შეხვედრების მთავარი საკითხები იყო სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავება, სავაჭრო ურთიერთობები და საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი.
მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შუა დერეფნის განვითარებაზე, სატრანსპორტო-ლოგისტიკურ ინფრასტრუქტურაზე, თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით შექმნილ შესაძლებლობებსა და ჩინური ინვესტიციების მოზიდვაზე.
საუბარი შეეხო, ასევე, პირდაპირი ავიამიმოსვლის დაწყებასა და კულტურულ-აკადემიურ თანამშრომლობას.