08 ნოე 2026
ბათუმში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი ,,სუპერნატურალი“ დასრულდა. ღონისძიებაში 80-მდე მეღვინე იყო ჩართული, რომლებიც ბუნებრივ ღვინოს აწარმოებენ.
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ მეღვინეებს, ორი დღის განმავლობაშ, შესაძლებლობა ჰქონდათ ნაწარმი პოტენციური მყიდველებისთვის გაეცნოთ.
ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო ტრადიციული დისკუსიები, თემატური ლექციები ბუნებრივი ღვინის ისტორიისა და განვითარების შესახებ.
ფესტივალის მხარდამჭერი საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტო და სხვადასხვა კერძო კომპანია იყო.
ღონისძიების მიზანი ბუნებრივი ღვინის პოპულარიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობაა.