თბილისის მერიამ უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა - კახა კალაძემ ოჯახს ახალმოსახლეობა პირადად მიულოცა

08 ნოე 2026

თბილისის მერიამ უსახლკაროს სტატუსის მქონე ნინო ხოჯავას ოჯახს ბინა გადასცა. კახა კალაძემ ოჯახს ახალმოსახლეობა პირადად მიულოცა.

ნინო ხოჯავა სრულად გარემონტებულ, საჭირო ავეჯითა და სამზარეულოს ტექნიკით აღჭურვილ ახალ ბინაში შვილებთან ერთად იცხოვრებს. ოჯახს უსახლკაროს სტატუსი რამდენიმე წელია მიენიჭა და საცხოვრებელი ფართი სარგებლობის უფლებით გადაეცა.

წელს საცხოვრებელი უსახლკაროს სტატუსის მქონე 40 ოჯახს გადაეცა. 12 ბინაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს.