08 ნოე 2026
ყვარელში სახალხო დღესასწაულს "ილიაობას" აღნიშნავენ - ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 189 წელი შესრულდა.
საიუბილეო ღონისძიებები ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ეზოში იმართება, სადაც მოწყობილია ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციი და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, ასევე, კულინარიული და ბავშვთა გასართობი სივრცეები.
მთელი დღის განმავლობაში ადგილობრივებს სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება ელოდებათ. "ილიაობა" დღის ბოლოს დაგეგმილი კონცერტით დასრულდება.