ეროვნულმა ბანკმა ბანკირის პროფესიულ დღე აღნიშნა

08 ნოე 2026

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, ბანკირის პროფესიულ დღესთან დაკავშირებით, ღონისძიებას უმასპინძლა, სადაც საბანკო სექტორის წარმომადგენლები დააჯილდოვა. დაჯილდოვდნენ კომერციული ბანკების გამორჩეული თანამშრომლები.

8 ნოემბერი პირველი ქართული ბანკის  - თბილისის სათავადაზნაურო-საადგილმამულო  ბანკის დაარსებასა და მისი პირველი მმართველის, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს უკავშირდება. 

პროფესიული  დღის დაწესების ინიციატივა ეროვნულ ბანკსა და საბანკო  ასოციაციას  ეკუთვნით. ბანკირის დღე საქართველოში 2001 წლიდან აღინიშნება.