2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენებიდან, რა დროსაც ბათუმის უნივერსიტეში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალეს,19 წელი გავიდა

08 ნოე 2026

2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენებიდან 19 წელი გავიდა, რა დროსაც სპეცდანიშნულების რაზმმა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა.

სპეცრაზმი უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით დაარბია, გამოიყენა რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

საპროტესტო აქცია სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დილით გამართეს და თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს.  

როგორც აქციის მონაწილეები იხსენებენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით საგანგებო ვითარება გამოაცხადა.