08 ნოე 2026
ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში სტუდენტების ორგანიზებული საპროტესტო აქციები უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. გასულ დღეს დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა, რის გამოც სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა.
გავრცელებული ცნობით, აქციის მონაწილეები პოლიციის მიმართულებით ფოიერვერკებს ისროდნენ.
დემონსტრანტები ქვეყანაში არსებულ კორუფციას, სამუშაო ადგილების ნაკლებობასა და განათლების დაბალ დონეს აპროტესტებენ.