„ბათუმმა“ სუპერლიგის მორიგ ტურში თსუ დაამარცხა 

08 ნოე 2026

საქართველოს საკალათბურთო სუპერლიგის მეექვსე ტურში „ბათუმმა“ თსუ-ს უმასპინძლა და 85:82 დაამარცხა. ბათუმელთა შემადგენლობაში 35 ქულით ლარი ჰაუელი გამოირჩა.

დავით ლომიძემ გუნდს 18 ქულა შემატა, ხოლო ვალერიან წულაისკირის ანგარიშზე 13 ქულა დაგროვდა.

ამ დროისთვის „ბათუმს“ 7 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე პოზიციაზე იმყოფება.