ბათუმის „დინამო“ „სპაერთან“ დამარცხდა

08 ნოე 2026

თბილისის "სპაერმა" 16-მატჩიანი მოუგებელი სერია ჩემპიონატის ლიდერ ბათუმის „დინამოსთან“ დაასრულა.

მატჩში პირველი გოლი "დინამოელმა" უერდი მარამ გაიტანა, თუმცა მეორე ტაიმის ოთხწუთიან მონაკვეთში „სპაერის“ ფეხბურთელებმა ორი გოლით უპასუხეს. ჯერ გიგა სამხარაძემ გაიტანა პენალტი, შემდეგ კი გოჩა ცირდავამ ზღვისპირელებს მეორე გოლიც გაუტანა.

69-ე წუთზე "სპაერის" ნახევარმცველმა თორნიკე ასკურავამ კარიდან გამოსულ მეკარეს დაახლოებით 40 მეტრიდან თავზე გადაუგდო ბურთი და ანგარიში კიდევ გაზარდა. მატჩის მიწურულს კი „დინამომ“ ერთი ბურთი გიორგი ბუნტურის ავტოგოლით გაქვითა.

მარცხის მიუხედავად, „დინამო“ 59 ქულით კვლავ ჩემპიონატის ლიდერად რჩება და სამი ქულით უსწრებს „იბერიას“.