08 ნოე 2026
ტაშკენტში, სამბისტთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრებმა მეორე საშეჯიბრო დღეს მეტი წარმატებით იასპარეზა, ვიდრე პირველ დღეს და ამჯერად 5 მედალი - 2 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვა.
ორივე ოქრო და 1 ბრინჯაო სპორტულ სამბოზე მოდის, თითო ვერცხლი და ბრინჯაო - საბრძოლოზე. საბრძოლოში 1 ბრინჯაო ქალების ანგარიშზეა და ის ისტორიული მედალია.
სოფიო ბაღიშვილი 50 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამეზე გავიდა და გახდა პირველი სამბისტი ქალი საქართველოდან, ვინც საბრძოლო სამბოში მსოფლიოზე მედალი მოიპოვა.
მსოფლიოს ჩემპიონები სპორტულ სამბოში ავთო მუკბანიანი და უჩა ტაბატაძე გახდნენ, მესამეზე კი ბექა ძაგანიშვილი გავიდა. საბრძოლო სამბოში ვერცხლი არჩილ გოგოლაშვილმა მოიპოვა.