საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

08 ნოე 2026

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ევროპის შერეულ გუნდურ ჩემპიონატზე მედლებისთვის 13 ქვეყნის 113 ძიუდოისტმა იასპარეზა. მათ შორის იყო საქართველოს ნაკრებიც, რომელიც ტურნირს მოქმედი ჩემპიონის რანგში შეხვდა, თუმცა შარშანდელი შედეგის გამეორება ვერ შეძლო.

საქართველოს ნაკრებმა - ნინო გულბანის, ლუკა მაისურაძის, გურამ თუშიშვილის, ეთერ ლიპარტელიანის, ლაშა შავდათუაშვილისა და ირაკლი დემეტრაშვილის შემადგენლობით მეოთხედფინალში უნგრეთი 4:2 დაამარცხა, შემდეგ საფრანგეთთან დაძაბულ დაპირისპირებაში 4:3 გაიმარჯვა, მაგრამ ფინალში რუსეთთან 1:4 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა.