სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მეორედ მასპინძლობს

08 ნოე 2026

სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველო MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს ზედიზედ მეორედ მასპინძლობს.

შერეულ საბრძოლო ხელოვნებათა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალურ დღეს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტ კერით ბრაუნთან ერთად დაესწრო.

მსოფლიოს ჩემპიონატის ფარგლებში საქართველოს, დაახლოებით, 1500-ამდე სპორტსმენი, მწვრთნელი, მსაჯი, ოფიციალური პირი და საერთაშორისო დელეგატი ეწვია. ამ ეტაპზე საქართველოს ანგარიშზე ერთი ოქროს, ოთხი ვერცხლისა და ოთხი ბრინჯაოს მედალია. 

იუნიორებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი ნიკა ბერიძე გახდა, ვერცხლის მედლები გივი ბერიძემ, იოანე ბიქოშვილმა და საბა სულამანიძემ მოიპოვეს, ხოლო ბრინჯაოს ტატო აბსანიძე დაეუფლა.

უფროსებს შორის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი ლევან ლაგვილავა გახდა. ბრინჯაოს მედლები კი ანა აბრამიშვილმა და მანანა მუქერიამ მოიპოვეს.

გასულ წელს საქართველომ MMA-ის მსოფლიოს ჩემპიონატს ისტორიაში პირველად უმასპინძლა. მსოფლიოს ჩემპიონატი საქართველოში 2027 წელსაც ჩატარდება.