08 ნოე 2026
თურქეთსა და აშშ შორის ორმხრივი ურთიერთობები, ასევე, რეგიონული და გლობალური მოვლენები განიხილეს აშშ-სა და თურქეთის პრეზიდენტებმა, დონალდ ტრამპმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბრისას, - ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად გააქტიურებული დიპლომატიური ძალისხმევა დადებით შედეგს გამოიღებს.
ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი კვლავაც შეუწყობს ხელს ამ პროცესებს და ხაზი გაუსვა, რომ მნიშვნელოვანია ურთიერთობების გააქტიურება როგორც უკრაინასთან ასევე რუსეთთან.