08 ნოე 2026
ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობის პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში ხვალიდან განახლდება. სხდომები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდება.
უცხოური ძალების მითითებით, აგენტურული საქმიანობა, კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები, ქვეყნის ინტერესების დაზიანება - ძირითადად ამ მიმართულებებს მოიცავს საკონსტიტუციო სარჩელი, რომლითაც სახელისუფლებო პარტია "ნაციონალური მოძრაობის", "ლელოს", "ფედერალისტების", "ახალისა" და გახარიას პარტიის აკრძალვას ითხოვს. მმართველი გუნდის ოპონენტები ბრალდებებს არ ეთანხმებიან და პოლიტიკურად მოტივირებულ საქმეზე საუბრობენ.
„ქართულ ოცნებაში“კი ამბობენ, რომ წარსულშიც და ახლაც, ოპოზიციური პარტიები მხოლოდ ქვეყნის ღალატით არიან დაკავებულები და მათი პოლიტიკური ველიდან ჩამოშორება ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვისთვის აუცილებელია.
სარჩელის ავტორების განცხადებით, ბრალდებების სიმძიმეს ოპოზიციური პარტიები უარგუმენტო შუამდგომლობებით და დროის გაყვანით ვერ გააბათილებენ და პროცესი ლოგიკურ დასასრულამდე აუცილებლად მივა.