07 ნოე 2026
ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში ინკლუზიური თეატრალურური დასის, „ცისარტყელას" სპექტაკლის პრემიერა - „არგონავტები და ოქროს საწმისის იდუმალება“ შედგა.
რეჟისორმა ნიკოლოზ ტუღუშმა მაყურებელისთვის ისტორიის განსხვავებული ვერსია წარმოადგინა. სპეკტაკლში არაა ღალატი და სიკვდილი.
პრემიერაში მონაწილეობდნენ, როგორც სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეები, ასევე, მოწვეული მსახიობები.
ბათუმის №26 საჯარო სკოლის ბაზაზე ინკლუზიური თეატრალური დასი 2007 წლიდან მოქმედებს. დასი სპეკტაკლებს აჭარის კულტურის სამინისტროს თავისუფალი პროექტების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დგამს.
პროექტის მიზანია სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებში შემოქმედებითი უნარების განვითარება, დამოუკიდებლობისთვის საჭირო უნარების გამომუშავება და საზოგადოებაში მათი შესაძლებლობების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა.
„ცისარტყელა“ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ინკლუზიური თეატრალური დასია, რომელმაც პროფესიულ სცენაზე გადაინაცვლა და სპექტაკლები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში წარადგინა.